სენაკთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 6 ადამიანი დაშავდა

სენაკთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 6 ადამიანი დაშავდასენაკში, სოფელ თეკლათთან მომხდარი ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი წლის ბავშვი.

ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ მანქანაში მსხდომი ერთი ოჯახის სამი წევრი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა, ხოლო კიდევ სამი დაშავებული, რომლებსაც გულ-მკერდისა და კისრის მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ, კლინიკა „არქიმედეში“ მოათავსეს. მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

იპნ