თბილისის დინამომ შუქურას მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა

თბილისის დინამომ შუქურას მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნასაქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი თბილისის დინამო ზესტაფონში ქობულეთის „შუქურას“ ესტუმრა და დამაჯერებლად იმარჯვა.

მასპინძლებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მეორე ტაიმში გიორგი ნემსაძის გუნდმა ზღვისპირელთა გატეხვა მოახერხა.

ანგარიში 65-ე წუთზე გიორგი გაბედავამ გახსნა, რომელმაც თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა. 20 წუთში კი გიორგი კუციას პასით თორნიკე ახვლედიანმა გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისის დინამომ“ 16 ქულა დააგროვა და ლიდერია, მომდევნო ტურში ის  „სამტრედიას“ უმასპინძლებს, „შუქურა“ კი 8 ქულით მეხუთე ადგილზეა და „საბურთალოს“ 11 აპრილს შეხვდება.

მსოფლიო სპორტი