თბილისში 2 წლის გოგონა ლობიოს მარცვალმა დაახრჩო

თბილისში 2 წლის გოგონა ლობიოს მარცვალმა დაახრჩოთბილისში, ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, უბედური შემთხვევა მოხდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ოჯახის ახლობლები უყვებიან, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა. მათივე თქმით, 2 წლამდე გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“წაიყვანეს კლინიკაში და გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული ლობიოს მარცვალი”, – უყვება ოჯახის ახლობელი “ინფო რუსთავს”.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სამეგრელოდანაა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ისინი თბილისში ცხოვრობდნენ.