თურქეთი 20 დღით მთლიანად იკეტება

თურქეთი 20 დღით მთლიანად იკეტებათურქეთი 27 აპრილიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს.

– ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ისინი 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო გადაადგილება სპეციალურ ნებართვას დაევემდებარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 50%-ით შეამცირებს დატვირთვას.

სწავლა შეწყდება სკოლებისა და ბაღების შენობებში, გამოცდები გადაიდება.

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 37.312 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2.716 პაციენტი ასიმპტომურია.

რუსთავი 2