უცნობი – “გვიწვევენ, რომ რუსთაველზე ავუყაროთ ის სუნიანი და გაბინძურებული კარვები”

უცნობი - "გვიწვევენ, რომ რუსთაველზე ავუყაროთ ის სუნიანი და გაბინძურებული კარვები"აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა, ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ, – ასე მიმართა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

გაჩეჩილაძის შეფასებით, საქართველო დიდი ხანი ბევრ რამეს ითმენს და “ცრემლი მოსდის ამ ყველაფერზე, რაც ხდება”.

„აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან. აი, საქართველო, რომელიც ამდენი ხანია ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება. აი, საქართველო, რომელსაც უყვარს, რომელსაც ცრემლი მოსდის ამ ყველაფერზე, რაც ხდება.

გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგოთ. მაგრამ არა უშავს. რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

იპნ