თბილისში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა 4 აპრილს გვიან ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
რუსთავი 2

