17 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა – გარდაბანში მიკროავტობუსი ხეს შეასკდა

17 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა - გარდაბანში მიკროავტობუსი ხეს შეასკდამსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით სოფელ საცხენისში მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა 3 ახალგაზრდა მამაკაცი, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა. 1 პაციენტი თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 2 ახალგაზრდა “კლინიკა რუსთავში” მოათავსეს.

“2 მამაკაცი შემოიყვანეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისიდან, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან. ერთერთი არის უფრო მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრამვებით, აქვს ფილტვების კონტუზია, სახის ძვლების მოტეხილობა, მრავლობითი ნახეთქი ჭრილობები აქვს სახის მიდამოში და აქვს ორივე ბარძაყის მოტეხილობა, მდგომარეობა მძიმეა. მეორე პაციენტი შედარებით მსუბუქია, აქვს თავის ტვინის შერყევა და აქვს მხრის მოტეხილობა, კონტაქტურია და ადეკვატურია”, – განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბრისას “კლინიკა რუსთავი”-ს გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმმა ლალი ღირსიაშვილმა.