25 წლის ქალმა 9 შვილი გააჩინა

25 წლის ქალმა 9 შვილი გააჩინა25 წლის ქალმა 9 შვილი გააჩინა.

მალის მოქალაქე ჰალიმა სიჯეიმ ბავშვები საკეისრო კვეთით გააჩინა.
ჰალიმას ორსულობის ამბავმა მაშინვე მიიპყრო ქვეყნის ლიდერების ყურადღება და ის განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ გადაიყვანეს.

თავდაპირველი მონაცემებით, მას 6 შვილი უნდა გაეჩინა, ამიტომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქალი მაროკოში გაგზავნეს, სადაც მას 9 შვილი – 5 გოგონა და 4 ბიჭი შეეძინა.

“დედა და ჩვილები ჯერჯერობით კარგად არიან,” – განაცხადა მალის ჯანდაცვის მინისტრმა, ფანტა სიბიმ და დასძინა, რომ მას მუდმივი კონტაქტი აქვს მალიელ ექიმთან, რომელიც ჰალიმა სიჯეის მაროკოში ახლავს.