ახმეტაში – სოფელ საკობიანოში, ალაზნის სარწყავ არხში “ტოიოტას” მარკის ავტომობილი გადავარდა.
შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, 6 წლის ბავშვმა და მძღოლმა წყლიდან ამოსვლა შეძლეს, 65 წლამდე ქალი კი დაიხრჩო.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.