“ახლაც არ მჯერა იმის, რაც მოხდა” – ბექა ადამაშვილმა “მთავარ ჭკვიანში” 50.000 მოიგო

"ახლაც არ მჯერა იმის, რაც მოხდა" - ბექა ადამაშვილმა "მთავარ ჭკვიანში" 50.000 მოიგობექა ადამაშვილი “მთავარი არხის” ინტელექტუალური შოუს გამარჯვებულია. “მთავარ ჭკვიანში”, რომლის წამყვანიც არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ადამაშვილმა 50 ათასი ლარი მოიგო.

– მსგავსი ემოციები ძალიან ცოტაა ხოლმე, ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში. ახლა, ამ მომენტშიც, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, ახლაც არ მჯერა იმის, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ, იმიტომ, რომ როდესაც უკვე ფინალური კითხვა დაისვა, იმდენად უცნაურ სამყაროში აღმოვჩნდი, რომელიც არც დამსიზმრებია..

მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში მესიზმრებოდა, სანამ მოვიდოდი, ეს ნაწილი არ დამსიზმრებია და ის ემოცია, რაც იყო, იყო მთლიანად ბუნებრივი ემოცია.. მაინცდამაინც არ გამოვირჩევი ასეთი აღტკინებული ყვირილითა და ხელების რტყმით მაგიდაზე, მაგრამ ეს იყო, რის გამოც აქ მოვედი, რომ ეს ემოცია მიმეღო. მსგავსი ემოციები ძალიან ცოტაა ხოლმე, ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში…. – განაცხადა ბექა ადამაშვილმა გამარჯვების შემდეგ.