აზარმა ჩელსისთან წაგების მერე გულიანად იცინა

აზარმა ჩელსისთან წაგების მერე გულიანად იცინაჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში “ჩელსისთან” 0:2 წაგების შემდეგ “რეალის” ნახევარმცველი ედენ აზარი იმის ნაცვლად, რომ დამწუხრებული ყოფილიყო, მშვენიერ ხასიათზე გახლდათ.

ის ყოფილ თანაგუნდელებთან, კურტ ზუმასთან და ედუარ მენდისთან მივიდა, გადაეხვია, გამარჯვება მიულოცა, ეხუმრებოდა და გულიანად იცინოდა. ამის შემდეგ ბელგიელმა სერიოზული სახე მიიღო და “რეალის” გასახდელში შევიდა, სოციალურ ქსელებში კი გულშემატკივრები სამართლიან აღშფოთებას გამოხატავენ.

აზარი “რეალმა” “ჩელსისგან” დაახლოებით 100 მილიონ ევროდ შეიძინა და ორი სეზონის განმავლობაში გულშემატკივართა იმედები აშკარად ვერ გაამართლა.

სპორტალი