ბათუმის მე-10 სკოლის მე-2 სართულიდან მოსწავლე გადახტა

ბათუმის მე-10 სკოლის მე-2 სართულიდან მოსწავლე გადახტაბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-2 სართულიდან მოსწავლე გადმოხტა – ამის შესახებ ინფორმაცია TV25.GE-ს წყარომ აცნობა. მისივე ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მას ორივე ხელი აქვს მოტეხილი.

“ბავშვები შატალოზე აპირებდნენ წასვლას, სკოლის კარები იყო ჩაკეტილი, რის გამოც ერთ-ერთი მოზარდი ფანჯრიდან გადახტა”- გვიყვება ინფორმირებული წყარო.

მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი, თუმცა დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს დავით ეცადეიშვილი ადასტურებს. მისი მტკიცებით, მოზარდი ეზოში წაიქცა, რის შედეგადაც ხელი მოიტეხა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მოზარდის დაშავების შესახებ შეტყობინება არ შესულა.

“იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში” აცხადებენ, რომ მოზარდი, რომელსაც ორივე კიდური ჰქონდა მოტეხილი უკვე ბინაზე გაეწერა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ტვ 25