ჩინეთში ზედიზედ 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში ზედიზედ 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდაჩინეთში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მიწისძვრა ცინხაის პროვინციაში დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა იუნანის პროვინციაში, დალიში. მედიის ცნობით, იუნანში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ხორციელდება.

იპნ