“გახარიას და ვასაძეს რიგგარეშე არჩევნები აწყობს” – რამაზ საყვარელიძე

"გახარიას და ვასაძეს რიგგარეშე არჩევნები აწყობს" - რამაზ საყვარელიძეექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას და ვასაძეს რიგგარეშე არჩევნები აწყობს:

– არ ვფიქრობ, რომ მათ გაუჭირდეთ ბარიერის გადალახვა, პირიქით. ვასაძე ალბათ “პატრიოტთა ალიანსის” ხმებს აიღებს, “ქართული მარშის” ხმებიც დაემატება მას და კიდევ საზოგადოების კონსერვატორი ნაწილის ხმებიც წავა მასთან. გახარია, “ქართული ოცნების” ამომრჩევლის ნაწილის გარდა, მიიმხრობს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილსაც, რომელიც საკმაოდ მაღალია საქართველოში.

– “ქართული ოცნება” რას იზამს?

– “ქართული ოცნება” უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას. ეს აშკარაა. უკვე ვეღარ იმუშავებს – ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, ნაციონალები დაბრუნდებიან! დღეს უკვე სხვა რეალობა ლაგდება პოლიტიკურ ავანსცენაზე, ვიდრე აქამდე იყო.     გასაგებია, “ოცნება” უკვე კრიტიკული გახდა გახარიას მიმართ. ალბათ ცოტა ხანში ვასაძის მიმართაც კრიტიკული გახდება. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ამ ახალ რეალობაში. მე ვფიქრობ, ახალი ტაქტიკის აგება მოუწევთ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა