ღარიბაშვილმა ფეისბუქის რეკლამაში 45.000 დოლარზე მეტი დახარჯა

ღარიბაშვილმა ფეისბუქის რეკლამაში 45.000 დოლარზე მეტი დახარჯასოციალურ ქსელში რეკლამისთვის  ყველაზე მეტს მთავრობიდან პრემიერი ხარჯავს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელისთვის 45 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, მათ შორისაა მისი ყოფილი უწყების, თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქ გვერდი.

რეკლამების ინტენსივობა ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტზე დანიშვნის  შემდგომ გაზარდა და საკუთარ იმიჯს ბიუჯეტის ფულით არეკლამებს.

“ფლანგვის დეტექტორის” დამფუძნებელი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ საზღვარი სახელმწიფო სახსრებსა და პარტიის ბიუჯეტს შორის თითქოს გამქრალია.

“იმდენად ხილვადი პრობლემაა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები  არ ერიდებიან ამაზე ღიად საუბარს. ამ პრობლემის სახელია სახელმწიფო სახსრების გამოყენება კერძო მიზნებისთვის. საზღვარი სახელმწიფო სახსრებსა და პარტიის ბიუჯეტს შორის თითქმის გამქრალია”, – ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

ტვ პირველი