გიორგი გახარია – „20 ივნისს არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა“ 

 გიორგი გახარია - „20 ივნისს არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა“ „ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, თუ ის იქ არ არის” –  გიორგი გახარიას მტკიცებით,   20 ივნისის სისხლიან ღამეს  აქციის დაშლის ბრძანება არავის გაუცია. ჟურნალისტის  კითხვის პასუხად ექსპრემიერმა განაცხადა, რომ 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ბრძანება იყო გაცემული.

“ეს ბრძანება არ ყოფილა.  უკანონო ბრძანება არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების ფარგლებში მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ – არ მაქვს პრობლემა.

გახატიამ 20 ივნისს დაზარალებულებს “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედების მსხვერპლები” უწოდა.