ბელგიის პლე-ოფის საპასუხო მატჩში გიორგი მიქაუტაძის “სერენმა” გასვლაზე “ვაასლანდ-ბევერენს” 5:2 სძლია და ჟუპილერ ლიგის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, პირველი მატჩში “სერენმა” მიქაუტაძის მიერ 90+2-ე წუთზე გატანილი პენალტით ფრეს მიაღწია საკუთარ მოედანზე (1:1). განმეორებითი შეხვედრის მე-15 წუთზე ფრეიმ მასპინძლები თერთმეტმეტრიანით წინ გაიყვანა. გიორგიმ მალე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სანამ მსაჯი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, საბაუნიმ სტუმრები დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სინანიმ ანგარიში გაათანაბრა, 62-ე წუთზე მიქაუტაძემ კუთხურიდან მოაწოდა და ფაიემ “სერენი” ისევ წინ გაიყვანა – 3:2.
70-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი. 90+5-ე წუთზე ბერნიემ მეხუთე გოლი გაუტანა “ბევერენს” და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:2.
მიქაუტაძემ ამ სეზონში 22 გოლი გაიტანა და შეიძლება “მეცმა” უკან დაიბრუნოს, თუმცა “სერენში” უთუოდ მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
სპორტალი