გიორგი ფხაკაძემ ჩინური ვაქცინის შესახებ შემდეგი რამ თქვა:
“ჩინურმა ვაქცინამ სიკვდილიანობა დაწია ქვევით. ანუ ჩინური ვაქცინა ვაქცინა კი არ არის, ეს არის წამალი, რომელიც გეხმარებათ თქვენ, რომ არ ამოყოთ თავი რეანიმაციაში.
ჩინური ვაქცინა არის ეფექტური 18-დან 59 წლამდე. 60 წლის ზევით მისი გაკეთება რეკომენდებული არ არის. ეს ვაქცინა 18-დან 59 წლამდე სიკვდილიანობას ამცირებს – თუ თქვენ დაგემართათ ვირუსი, არ ამოჰყოფთ თავს რეანიმაციაში რატიანთან.
თუ თქვენ გაქვთ ფილტვების რაიმე დაავადება და დაგემართათ კოვიდი, რატიანთან კი არა, პირდაპირ მიქელთან ამოჰყოფთ თავს. ამიტომ, თუ გაქვთ ისეთი დაავადება, რომელიც კოვიდის შემთხვევაში დიდ პრობლემებს შეგიქმნით, უნდა გაიკეთოთ ჩინური ვაქცინა, რომ არ ამოჰყოთ თავი რატიანთან და მიქელასთან.
მაგრამ ის, რომ თქვენ გაიკეთოთ ეს ჩინური ვაქცინა და მერე მოიხსნათ პირბადე და თავისუფლად იყოთ, კოვიდი აღარ დამემართებაო, ეს ტყუილია. ეს ვაქცინა თქვენ კოვიდისგან არ გიცავთ.”