ინდირა ჯგერნაია რუსუდან მუმლაძეს – “ქმარი რომ აახიეთ, იმ ქალის დამსახურებაა ჩემი წარმატება”

ინდირა ჯგერნაია რუსუდან მუმლაძეს - "ქმარი რომ აახიეთ, იმ ქალის დამსახურებაა ჩემი წარმატება"მომღერალი ინდირა ჯგერნაია მუსიკოს რუსუდან მუმლაძეს „ფარულ კონვერტში“ მასზე გაკეთებული განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მადლობა, ქალბატონო რუსუდან, კარგი შეფასებისთვის, მაგრამ ახლა რომ ასე ძაან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ, იმ ქალის დამსახურებაა“, – წერს ჯგერენაია.

„ფარულ კონვერტში“ გადაცემის წამყვანმა მუსიკოსს რამდენიმე მომღერალის მუსიკალური მონაცემები შეაფასებინა, ინდირა ჯგერნაიაზე მუმლაძემ განაცხადა, რომ „კარგი გოგოა, ძალიან მოსწონს“.

„ეს მომღერალი იცით, როდის მომწონდა, როდესაც რამდენჯერმე დაიწუნეს, მე მაშინვე ვხედავდი ამ გოგოში დიდ პოტენციალს“, – თქვა მუმლაძემ.