იყალთოში ავარიაში 27 წლის ფირუზ ლომაშვილი დაიღუპა

იყალთოში ავარიაში 27 წლის ფირუზ ლომაშვილი დაიღუპა11 მა­ისს, გვი­ან ღა­მით ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თე­ლავ­ში, რო­დე­საც ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი­სას მომ­ხდარ ავა­რი­ას ახალ­გაზ­რდა კაცი ემსხვერ­პლა. სო­ფელ იყალ­თო­ში სწრა­ფად მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, მო­ცურ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლი სო­ფელ იყალ­თოს მკვიდ­რი, 27 წლის ფი­რუზ ლო­მაშ­ვი­ლია. ის „გოლ­ფის“ ტი­პის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, როდესაც ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

ამბები