ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, ხორასანის პროვინციაში, მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა.
თეირანის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, ადგილობრივი დროით 03:33 საათზე მოხდა.
დაზარალებულების დასახმარებლად რეგიონში ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.

