ისრაელი ღაზას სექტორის საზღვართან ჯარს აგზავნის

ისრაელი ღაზას სექტორის საზღვართან ჯარს აგზავნისისრაელი სამხედრო ძალებს ღაზას საზღვართან აგზავნის, – ამის შესახებ BBC- ს ისრაელის არმიის წარმომადგენელმა განუცხადა.

„ჯარის გარკვეული ნაწილი საზღვრებისკენ გადაადგილდება. ეს მოსამზადებელი ნაბიჯია,“ – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა.

მისი თქმით, ასევე გამოიძახეს არმიის 3 000 რეზერვისტი, ხოლო საზღვარზე მყოფ სამხედრო პირებს მთავრობამ დაავალა, მზად იყვნენ „მოვლენების ყველანაირი განვითარებისა და ესკალაციისთვის“.

„ისინი იქ ბრძოლისთვის ემზადებიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს იქნება პირველი, რასაც ჩვენ ხვალ დილით გავაკეთებთ- ჩვენი ყურადღება მტრის შესაძლებლობების შესუსტებაზეა გამახვილებული,“ – განაცხადა პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა.

იპნ