ისრაელის რკინის გუმბათმა 11 მაისს 600 რაკეტა გაანადგურა

ისრაელის რკინის გუმბათმა 11 მაისს 600 რაკეტა გაანადგურა11 მა­ი­სის სა­ღა­მოს, ის­რა­ელ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნეს. სა­ერ­თო ჯამ­ში ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ას 600-ზე მეტი რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. მათი დიდი ნა­წი­ლი და­ი­ჭი­რა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა “რკი­ნის გუმ­ბათ­მა“, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე რა­კე­ტამ მი­ზანს მი­აღ­წია.

სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ იქცა ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი თელ-ავი­ვი, რომ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც 130 რა­კე­ტა­ზე მეტი გა­უშ­ვეს.

იე­რი­შე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იკის­რეს პა­ლეს­ტი­ნის რა­დი­კა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა: “ჰა­მა­სმა“ და “ის­ლა­მურ­მა ჯი­ჰად­მა“.

თა­ვის მხრივ, ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ პა­ლეს­ტი­ნელ­თა 100-ზე მეტი სა­მიზ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა იე­რი­ში, რის შედეგად 35 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა.

ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

რას წარ­მო­ად­გენს თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა “რკი­ნის გუმ­ბა­თი“, რო­მელ­მაც ნას­რო­ლი რა­კე­ტე­ბის 90%-ზე მე­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა შეძ­ლო?
“რკი­ნის გუმ­ბა­თი“ ტაქ­ტი­კუ­რი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია არა­მარ­თვა­დი ტაქ­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი­სა­გან ის­რა­ე­ლის დაც­ვის­თვის 4-დან 70 კმ-მდე ფრე­ნის მან­ძი­ლი­დან. მას ის­რა­ე­ლე­ლე­ბი “ცის ღმერ­თსაც” კი ეძა­ხი­ან.

თი­თო­ე­ულ ბა­ტა­რე­ას შე­უძ­ლია და­იც­ვას 150 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რია.

“რკი­ნის გუმ­ბა­თის” ძი­რი­თად ღირ­სე­ბას მისი რა­და­რი წარ­მო­ად­გენს. მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ რა­დი­ო­ლო­კა­ცი­ურ სად­გურს, EL/M-2084-ს, სწრა­ფად შე­უძ­ლია მო­ახ­დი­ნოს მიზ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და მათი ტრა­ექ­ტო­რი­ის გა­მოთ­ვლა. პა­ლეს­ტი­ნუ­რი კუს­ტა­რუ­ლი რა­კე­ტე­ბის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი სი­ზუს­ტის გამო ისი­ნი ხში­რად ცდე­ბი­ან მი­ზანს და ამი­ტომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გე­ნენ. რა­და­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მოხ­დეს ისე­თი რა­კე­ტე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა, ანუ თუ რა­კე­ტა და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვარ­დე­ბა, მას­ზე სის­ტე­მა რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს. რა­კე­ტის აღ­მო­ჩე­ნას და ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მას კი 3 წამი სჭირ­დე­ბა.

“რკი­ნის გუმ­ბა­თის“ პირ­ვე­ლი ბა­ტა­რეა ის­რა­ელ­ში 2011 წლის 27 მარტს, ბეერ-შე­ვას­თან ახ­ლოს გან­თავ­სდა და უკვე ამა­ვე წლის 7 აპ­რილს, წარ­მა­ტე­ბით შე­ა­ჩე­რა ღა­ზი­დან ნას­რო­ლი ბმ-21-ის რა­კე­ტე­ბი.

2012 წლის 10 მარტს “რკი­ნის გუმ­ბათ­მა“ ღა­ზის სექ­ტო­რი­დან ნასროლი რა­კე­ტე­ბის 90% გა­ა­ნად­გუ­რა, რომ­ლე­ბიც და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის და­სა­ბომ­ბად იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

2012 წლის ნო­ემ­ბრი­სათ­ვის ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მამ 400-ზე მეტი რა­კე­ტა გა­ა­ნად­გუ­რა. 2014 წელს ის­რა­ე­ლის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მონ­ტაჟ­და 9 ბა­ტა­რეა.

2021 წლის 11 მა­ისს სის­ტე­მამ მარ­თლაც სას­წა­უ­ლი შეძ­ლო და 600-ზე მეტი რა­კე­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

ამბები