ისრაელმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის მეთაური მოკლა

ისრაელმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის მეთაური მოკლა„ისრაელის თავდაცვის ძალებმა“ ღაზაში საჰაერო დარტყმების შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურის, ჰუსამ აბუ ჰარბიდის ლიკვიდაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ჰუსამ აბუ ჰარბიდი ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფების ჩრდილოეთ დანაყოფს თითქმის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ისრაელის ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდა.

„ისლამურ ჯიჰადს“ ჰუსამ აბუ ჰარბიდის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

იპნ