იტალია – “ყოფილ მეგობარ ბიჭს ახალ პარტნიორთან სექსის ვიდეო გაუგზავნა” – ტიციანა კანტონეს ცხედარს ექსპერტიზას ჩაუტარებენ

იტალია - "ყოფილ მეგობარ ბიჭს ახალ პარტნიორთან სექსის ვიდეო გაუგზავნა" - ტიციანა კანტონეს ცხედარს ექსპერტიზას ჩაუტარებენნეაპოლის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2016 წელს დაკრძალული ქალის, ტიციანა კანტონეს საფლავს ამოთხრიან და ცხედარს შეისწავლიან.

31 წლის ქალის ცხედარი 2016 წლის 16 სექტემბერს, თავისი დეიდის სახლში აღმოაჩინეს. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ქალმა თავი მოიკლა. იქამდე ის ითხოვდა, რომ ინტერნეტსივრციდან ამოეღოთ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც ევროპის არაერთი ქვეყნის ვებგვერდებზე გავრცელდა.

ნეაპოლის პროკურატურის ვარაუდით, ქალს თავი არ მოუკლავს და შესაძლოა, მის ცხედარზე ორი მამაკაცის დნმ-ს კვალი იპოვონ.

ვიკიპედიაში ქალის შესახებ ვკითხულობთ, რომ მან ყოფილ მეგობარ ბიჭს ვოთსაფით გაუგზავნა ახალ პარტნიორთან სექსის ამსახველი ვიდეო, რათა ის ეეჭვიანებინა. მისმა ყოფილმა პარტნიორმა კი 2015 წელს აღნიშნული ვიდეო სხვადასხვა საჯარო ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ვიდეომასალა ვირუსული, ქალი კი – არაერთი ადამიანისგან, დაცინვისა და შეურაცხყოფის სამიზნე გახდა. ვიდეოში წარმოთქმული მისი სიტყვები: „ვიდეოს გადაღება გინდა? კარგია“ იმდენად პოპულარული გახდა, რომ ეს ფრაზა მაისურებსა და სმარტფონების დამცავებზეც კი იბეჭდებოდა.

ამის შემდეგ ქალმა მიატოვა სამსახური, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და სახელისა და გვარის ოფიციალურად შეცვლასაც ცდილობდა.

მას შემდეგ, რაც ქალის ცხედარი იპოვეს, ისე დაკრძალეს, რომ ექსპერტიზაც არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნული ექსპერტიზა იგეგმება ცხედრის 5 წლის შემდეგ ამოთხრისას.

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ქალი ჯერ ორმა კაცმა გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა.

იმედინიუსი