სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა ფუნიკულორის კაბინის ვარდნის გამო იტალიის პიემონტის პროვინციაში.
დაშავებულია 2 ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ინციდენტი საბაგირო გზაზე მოხდა, რომელიც ლაგო მაჯორეს ტბის სანაპიროს მონტენორეს მთასთან აკავშირებს, რომლის სიმაღლე 1.500 მეტრია.
მედიის ცნობით, ვაგონში 11 ადამიანი იყო. საბაგიროს კაბინა მთის მწვერვალამდე 100 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
არ გამორიცხავენ, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
იპნ

