“ხვალ თბილისის პარალიზებას მოვახდენთ” – ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა

"ხვალ თბილისის პარალიზებას მოვახდენთ" - ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენავარლამ გოლეთიანმა  მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვნების შესასრულებლად  ვადა ხვალ დღის 12:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები  გზებს გადაკეტავენ.

ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო, ჩაირთო ეს წამმზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა, ჩვენი მოქმედება განსაზღვრულია და ამ საქმეს თითოეული ჩვენგანი ბოლომდე მივყვებით.

თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმრავლე ,- თქვა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი