გასული 24 საათის განმავლობაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვულკან ნირაგონგოსთან 92 მიწისძვრა დაფიქსირდა.
ტელეარხის ცნობით, ადამიანებმა მხოლოდ 4 მიწისქვეშა ბიძგი იგრძნეს, დანარჩენები კი სპეციალურმა აპარატურამ დააფიქსირა.
ვულკანი ნირაგონგონგო გასულ შაბათს ამოიფრქვა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა, 400 ათასამდე ადამიანი ევაკუირებულია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვულკანის აქტივობის პიკი უკვე გადალახულია, თუმცა ახალი ამოფრქვევის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. მათივე განმარტებით, სეისმურ აქტივობას ხელს რეგიონულ ნასხლეტებეში არსებულ რიფტი უწყობს ხელს.
იმედინიუსი

