ლაგოდეხში ბმვ ჯერ არხში გადავარდა, მერე გზაზე დაბრუნდა

ლაგოდეხში ბმვ ჯერ არხში გადავარდა, მერე გზაზე დაბრუნდალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

მაღალი სიჩქარით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად სარწყავ არხში გადავარდა. რის შემდეგაც ისევ სავალ ნაწილზე დაბრუნდა.

ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მთავარი