დღეს, 22 მაისს, ხულო-ზარზმის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.
ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გოდერძის უღელტეხილთან ხევში გადავარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. ამ ეტაპზე მათ გამოკვლევები უტარდებათ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაშავებულები და გარდაცვლილი სოფელ ლელოვნიდან არიან.