“მურუსიძის სასამართლო ივანიშვილსაც მიადგება” – მურმან დუმბაძე

"მურუსიძის სასამართლო ივანიშვილსაც მიადგება" - მურმან დუმბაძემურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ სჯერა მურუსიძის სასამართლოსი:

– მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილს უკიდურესად ვაკრიტიკებდი სასამართლო სისტემის არარსებობის გამო. მურუსიძის სასამართლოს გამო.

– რომელიც შეიძლება ბუმერანგად მოუბრუნდეს მას.

– დიახ. მოუბრუნდა კიდეც, რადგან ის სწორედ მურუსიძის სასამართლომ გაასამართლა. ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია, მათ შორის, არც ხელისუფლება. მურუსიძის სასამართლო ბიძინა ივანიშვილსაც მიადგება. ამიტომ, ამოცანა უნდა იყოს სამართლიანი ქვეყნის აშენება და არ ის, ვინ იქნება ხელისუფლებაში.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა