ნეთანიაჰუ – “ისრაელი სარაკეტო თავდასხმაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს”

ნეთანიაჰუ - "ისრაელი სარაკეტო თავდასხმაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს"სამხედრო ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ისრაელი თითოეულ რაკეტაზე პასუხის გამკაცრებას დაიწყებს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შემდეგ სარაკეტო ცეცხლზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორშაბათს დაწყებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 213 პალესტინელი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალია დაღუპული. ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა კი 12-მდე გაიზარდა.