საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიგინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი.
პრეზიდენტის განცხადებით, დაჩქარებული წესით პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისთვის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას.
თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.
„ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა
შესაბამისად, პრეზიდენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების ორივე კანონის პროექტს ხელს მოაწერა.

