ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ანტირაბიულ კაბინეტს მიმართა ადამიანმა, რომელიც ღამურამ დაკბინა. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
მუნიციპალიტეტში 2 ანტირაბიული კაბინეტი მუშაობს, რომელიც ცხოველებისგან დაკბენილ ადამიანებს ემსახურება.
ამავე ცენტრის ცნობით, 6 თვეში თაგვით დაკბენილმა 4-მა მოქალაქემ მიმართა, ხოლო კურდღელმა 11 ადამიანს უკბინა.
სულ ანტირაბიულ კაბინეტს (2020 წლის ივლისიდან დეკემბერის ჩათვლით) 347-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის ძაღლით დაკბენილი იყო 231, ხოლო კატით 96; ღორით – 1.
ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მოქალაქეების ნახევარზე მეტი 15 წლის ზევით ასაკის ადამიანია.