9 მაისს ავარია მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, მათ დამტვრეული მანქანიდან უვნებლად გამოაღწიეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ უამინდობის გამო მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.