რუსთავში, შარტავას გამზირზე, ავტომობილი, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გაურბოდა, 3 ავტომობილს შეეჯახა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავთან” თვითმხილველებმა განუცხადეს, ბმვ-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მისდევდა.
დამალვის მიზნით მძღოლი შარტავას გამზირის შიდა ქუჩაზე შევიდა და გაჩერებულ ავტომობილებს, ჯერ “ოპელის”, შემდეგ “ფორდის” სატვირთოს და ბოლოს “მიცუბიშის” მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
ავარიის შემდეგ ბმვ-ს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ქუჩაზე ხალხი სეირნობდა და ბავშვები თამაშობდნენ, როდესაც ავტომობილი დიდი სისწრაფით შემოვარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.