რუსთავში ბოლო ზარში მონაწილე მანქანა ავარიაში მოჰყვა

რუსთავში ბოლო ზარში მონაწილე მანქანა ავარიაში მოჰყვარუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე, “ბოლო ზარში” მონაწილე ავტომობილი ავარიაში მოხვდა.

ერთმანეთს “ფორდისა” და “ლექსუსის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ფორდის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც კურსდამთავრებულია, ყოფილ კლასელებს მიაკითხა, როდესაც  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე შეჯახება მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.