რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [
როგორც “ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსს ლილოდან რუსთავის მიმართულებით 18 მგზავრი გადაჰყავდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.