საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცოტა ხნის წინ სოფელ ჩაილურის მიმდებარედ, „ოპელის“ მარკის მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. ისინი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ადგილობრივ სავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.