სერბეთში ვაქცინირებული მოქალაქეები 25 ევროს მიიღებენ

სერბეთში ვაქცინირებული მოქალაქეები 25 ევროს მიიღებენსერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ის მოქალაქეები, რომლებიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ, 25 ევროს ეკვივივალენტ სერბულ დინარს მიიღებენ.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ინიციატივა შეეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც “პასუხისმგებლობას” გამოიჩენენ და იმუნიზაციას ჩაიტარებენ კორონავირუსის წინააღმდეგ.

აღნიშნული შეეხებათ სერბეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 16 წელზე მეტი ასაკის არიან და უკვე აიცრნენ ვაქცინის ორივე დოზით, ან 31 მაისის ჩათვლით გაიკეთებენ პირველ დოზას.

ყველა მოქალაქე, რომელიც ზემოხსენებულ კრიტერიუმებს დააკამყოფილებს, 3 000 დინარს მიიღებს (25 ევრო), რაც ქვეყანაში საშუალო თვიური შემოსავლის 5%-ს შეადგენს.

საჯარო მოხელეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, ვერ მიიღებენ ანაზღაურებად შვებულებას ავადმყოფობის გამო.

სერბეთის ეს ინიციატივა მსოფლიოში პირველია.

სერბეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მაისის ბოლოსთვის ვაქცინაციაში, სულ მცირე, მოსახლეობის 55% ჩართვება. ამჟამად არსებული მონაცემებით, 7-მილიონიანი მოსახლეობიდან სრული ვაქცინაცია დაახლოებით 22%-ს აქვს ჩატარებული, რაც ევროკავშირის საშუალო მონაცემზე (9%) მაღალია.

ნეტგაზეტი