თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მას ვაგონი მოწყდა.
შემთხვევა რკინიგზის ხარაგაულის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მოხდა.
“მეოთხე ვაგონი მოწყდა სხვებს, ლიანდაგიდან გადავიდა და გვირაბის კედელს რომ არ დაეჭირა გადატრიალდებოდა” – უთხრა mtavari.tv-ის ერთ-ერთმა მგზავრმა.
მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

