თბილისში ინფექციურთან 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 4 ადამიანი დაშავდა

თბილისში ინფექციურთან 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 4 ადამიანი დაშავდათბილისში, ინფექციურ საავადმყოფოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულია 4 ადამიანი.

ავარიის შედეგად 1 მანქანა აალდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ადგილზე ამ დროისთვის საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.