თბილისში, პეკინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომობილი საიუველირო მაღაზია “მანდარინას” შესასვლელს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა მაღაზიის შესასვლელი მინის კარი და ჯებირი. ინციდენტის შედეგად მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.