თორნიკე ყიფიანი – “აწი მხოლოდ მამაზეციერი თუ გვიშველის…”

თორნიკე ყიფიანი - "აწი მხოლოდ მამაზეციერი თუ გვიშველის..."ევროვიზიის ქართველი მონაწილე თორნიკე ყიფიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კონკურსის შესახებ პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს.

„ორი რეპეტიციისა და გახსნითი შოუს შემდეგ , წინასწარი მონაცემებით ბოლოზე ვართ. ოუუუ ნოუუუუ.
აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის…”, – წერს თორნიკე ყიფიანი.
18-დან 22 მაისის ჩათვლით ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე საერთაშორისო კონკურსი იმართება, სადაც ქართველი შემსრულებელი თორნიკე ყიფიანი წარდგება.
კონკურსზე ქართველი მონაწილე მაყურებლის წინაშე, კონცერტის მეორე ნახევარფინალში, 20 მაისს, ევროპის დროით 21:00 საათზე წარსდგება.
მეორე ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია: ესტონეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, ავსტრია, პოლონეთი, მოლდოვა, ისლანდია, სერბეთი, სან-მარინო, ალბანეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, ფინეთი, ლატვია, შვეიცარია, დანია.

პრაიმ ტაიმი