ცნობილი რეჟისორი მშობლებმა მოკლეს, დაანაწევრეს და სანაგვეებში გადაყარეს

ცნობილი რეჟისორი მშობლებმა მოკლეს, დაანაწევრეს და სანაგვეებში გადაყარესირანელმა წყვილმა აღიარა, რომ შვილი მოკლეს, დაანაწევრეს და ტომრით ქალაქის სხვადასხვა უბანში, სანაგვეებში გადაყარეს – შემთხვევა, რომელმაც საზოგადოება გააოგნა, თეირანში მოხდა.

მოკლული 47 წლის ცნობილი ირანელი რეჟისორი, ბაბაკ ხორამდინია. მკვლელობის ბრალდებით, მისი 81 წლის მამა, აკბარ ხორამდინი და დედა დააკავეს.

ხორამდინის მკვლელობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა მეზობელმა სანაგვეში გვამი შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა მოკლულის ვინაობა დაადგინეს.

გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ მისი მშობლები – 74 წლის ირან ხორამდინი და 81 წლის აკბარ ხორამდინი დააკავა, რომლებმაც აღიარეს, რომ საძილე აბებით დააძინეს შვილი, შემდეგ კი გაგუდეს. სიკვდილში რომ დარწმუნებულიყვნენ, მას რამდენჯერმე დანაც ჩაარტყეს, დაანაწევრეს და სანაგვეში გადააგდეს.

“პარასკევს საღამოს დედამისმა მოამზადა ქათამი და წამალი გაურია, რომ ბაბაკს გონება დაეკარგა, თუმცა კერძი არ შეჭამა და დაიძინა. ქათამი მაცივარში შევინახეთ და მეორე დღეს მიირთვა,” – განაცხადა მამამ სასამართლოში.

წყვილი მოთმინებით ელოდა, როდის დაკარგავდა შვილი გონებას, დაახლოებით 5 საათისთვის კი მოკლეს.

ასაკოვანმა წყვილმა აღიარა რამდენიმე წლის წინ შვილისა და სიძის მკვლელობა იმავე მეთოდებით. მათი მტკიცებით, ქალიშვილი იმიტომ მოკლეს, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული, სიძე კი მოძალადე იყო.

რაც შეეხება რეჟისორის მკვლელობას, მათ შვილი იმიტომ მოკლეს, რომ სტუდენტებთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა და მიუხედავად იმისა, რომ ბაბაკს არ ჰყავდა ცოლი, მშობლებისთვის ეს “მიუღებელი აღმოჩნდა”.

“არ ვნანობ, რაც ცოლთან ერთად ჩავიდინე, ისინი გარყვნილები იყვნენ და მადლობას ვუხდი ღმერთს,” – განაცხადა ხორამდინის მამამ.

რუსთავი 2