ვარლამ გოლეთიანი – “თბილისის ქუჩები აუცილებლად გადაიკეტება”

ვარლამ გოლეთიანი - "თბილისის ქუჩები აუცილებლად გადაიკეტება"– ჩვენ აღარ გვრჩება სივრცე ვიყოთ კიდევ იგივე პოზიციაში, რომელშიც 209 დღის განმავლობაში ვიყავით. ამიტომ, გადავალთ ქმედების ისეთ ფორმებზე, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს თავისი არასწორი დამოკიდებულება და პოზიცია.

ამის შესახებ „რიონის ხეობის“ ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა.

გოლეთიანის თქმით, მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ რომელი ქუჩა გადაიკეტება კონკრეტულად, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ აუცილებლად გადაიკეტება და ეს პროცესები გაგრძელდება.

– გვინდა, რომ მოვუწოდოთ განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ შემოგვიერთდნენ, რათა კიდევ უფრო მეტი ვიყოთ.

ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების პოზიციას და დამოკიდებულებას ანუ გადაწყვეტის ნაწილში არაფრის ცვლილებას რომ არ აპირებენ, ფაქტია. ამას დღევანდელი განცხადებიდანაც ვხედავთ, ამიტომ არის საჭირო, რომ საზოგადოება გაერთიანდეს ამ უსამართლობის წინაშე, – აცხადებს გოლეთიანი.

იპნ