“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს.
როგორც “რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი გუმათის შესასვლელთან გზას კეტავენ მხოლოდ კომპანია “ენკასთვის”, რომელიც ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, მათ შორის გუმათიდანაც შედიან.
მისი თქმით, ამგვარად უზრუნველყოფენ იმას, რომ ადგილზე კომპანიის სატრანსპორტო საშუალება არ შევიდეს. გოლეთიანის განცხადებით, ისინი უზრუნველყოფენ, რომ ხეობაში კანონი დაიცვან.
„ამ ადგილზე ხეობა გადაიკეტა, გავნაწილდით. სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა. მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას გადაადგილება არ შეეზღუდება“, -აღნიშნა გოლეთიანმა.
ამ წუთებში, “რიონის ხეობის მცველები” სოფელ გუმათში, იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც კომპანია “ენკას” ერთ-ერთი ოფისია განთავსებული. კომპანიის ეზოში კი სამართალდამცავები არიან მობილიზებულები..
იპნ