ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პოსტს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ტოვებს.
„შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.
ჩემო ზუგდიდელებო!
ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას.
ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები. მადლობა მათ ღირსეული მსახურებისთვის.
ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას.
მე როგორც რიგითი ზუგდიდელი ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის სამსახურში ამ თუ სხვა პოზიციაზე“, – წერს გიორგი შენგელია სოციალურ ქსელში.
არაოფიციალური ინფორმაციით, შენგელია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება.
იპნ

