10 წლის ლუკა ძაძამიას, რომელიც 4 მაისს ავარიაში მოყვა, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ოჯახი განცხადებას ავრცელებს:
„ლუკას თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება აქვს. ის ქუთაისის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში “ევექსის ჰოსპიტალში“, ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში წევს და მართვით სუნთქვაზეა.
10 წლის ლუკას წინ რთული გზა აქვს გასავლელი. ოჯახმა ყველანაირი რესურსი ამოწურა. ლუკას კეთილი ადამიანების დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ იბრძოლოს და გადარჩეს. მისი მკურნალობა ყოველ დღიურად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც მშობლებს აღარ აქვთ.
გთხოვთ, გევედრებით, დავეხმაროთ ლუკას მშობლებს შვილის გამოჯანმრთელებაში. ლუკას 4 წლის და ჰყავს, რომელიც ყოველდღე უფალს ევედრება მისი ძმის გამოჯანმრთელებას. ლუკას ჩაუტარდა ორი ოპერაცია და კიდევ სჭირდება თავის ტვინის პარკუჭებში შუნტის ჩადგმა,რომელიც სოლიდურ თანხასთან არის დაკავშირებული. უმორჩილესად გთხოვთ. დავეხმაროთ პატარა ლუკას“, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერი მიმღები: სპარტაკი ძაძამია(მამა)
GE35TB7309345061100114
პრაიმ ტაიმი