ახალციხელ თეონა გოგოლაურს 4 ტყუპი შეეძინა – “ბავშვები 7 თვიანები არიან”

ახალციხელ თეონა გოგოლაურს 4 ტყუპი შეეძინა - "ბავშვები 7 თვიანები არიან"ახალციხეში მცხოვრებ თეონა გოგოლაურს ოთხი ტყუპი, სამი ბიჭი და ერთი გოგო შეეძინა. პატარები საკეისრო კვეთით დაიბადნენ. დედა და შვილები თავს კარგად გრძნობენ.

„ორსულობის დასაწყისში გავიგეთ, რა თქმა უნდა მოულოდნელი იყო ოთხი შვილის დედობა. მეც და პატარებიც თავს კარგად გვრძნობთ“, – ამბობს თეონა გოგოლაური.

ოთხი ტყუპი 17 ივნისს, თბილისში კლინიკა „პინეოში“ დაიბადა.

მშობლებმა პატარებს დავითი, დანიელი, მაქსიმე და მართა დაარქვეს.

მიხეილ კაპერსკი იმ ემოციების შესახებ ყვება, რაც ბავშვების გაჩენის მოლოდინში და მათი დაბადების დროს ჰქონდა.

„მე და თეომ ოჯახი 2019 წლის ნოემბერში შევქმენით, ახალციხეში ვცხოვრობთ. როცა შევიტყვეთ, რომ ტყუპი უნდა გვყოლოდა, თან 4, უზომოდ გაგვიხარდა, უდიდესი ემოცია გამოიწვია.

სავარაუდოდ, ჩემი გენი აღმოჩნდა დომინანტი, რადგან ტყუპი მამიდაშვილები მყავს. თავიდან ექოზე ბიჭები გამოჩდნენ, ალბათ იმიტომ, რომ მეტნი იყვნენ. ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა. ბავშვები 7-თვიანები დაიბადნენ, 9 თვემდე არ გასტანა ორსულობამ, ამიტომ ცოტა ხანს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.

ჩემი ცოლი ამ სიხარულის ფონზე იმაზე დარდობს, უფრო მეტი ხანი რომ ვერ შეძლო ბავშვების მუცელში გაზრდა. ახლა იმას ველოდებით, მალე გამოწერონ დედა და პატარები სახლში“,- განაცხადა მიხეილ კაპერსკიმ “კვირის პალიტრასთან”.